ავტორიზაცია

არსენალი და სიტი შეთანხმდნენ! გაბრიელ ჟესუსი ცალი ფეხით მეთოფეა

არსენალი და სიტი შეთანხმდნენ! გაბრიელ ჟესუსი ცალი ფეხით მეთოფეა
თარიღი 25 ივნ 2022, 00:59

„არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიელი ფორვარდის ფასზე მოილაპარაკეს - „არსენალი“ გაბრიელ ჟესუსში 45 მილიონ ფუნტს (52 მლნ ევრო) გადაიხდის.

ერთადერთი, რაც ტრანსფერის ოფიციალურად დახურვამდეა დარჩენილი - „არსენალის“ შეთანხმებაა უშუალოდ ფეხბურთელთან. მას შემდეგ, რაც მხარეები პირად კონტრაქტზე მოილაპარაკებენ, ჟესუსი „მეთოფე“ გახდება.

გაბრიელ ჟესუსმა „სიტიდან“ წასვლის სურვილი სეზონის ბოლოს გამოთქვა, მას გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება და „ქალაქელები“ მის სურვილს წინ არ აღუდგნენ.

ბრაზილიელის სიტუაციას „არსენალის“ გარდა სხვა კლუბებიც აკვირდებოდნენ, მათ შორის იწერებოდა მადრიდის „რეალზეც“, თუმცა საბოლოოდ ლონდონელებმა კონკურენცია მოიგეს და გაბრიელის თაობაზე „სიტის“ შეუთანხმდნენ.