ავტორიზაცია

იგუაინი: "პერესს მოსვლის შემდეგ ჩემი გუნდიდან გაშვება უნდოდა, თუმცა 25-30 გოლი გავიტანე და ფლორენტინოს ფეხბურთელი გავხდი"

იგუაინი: "პერესს მოსვლის შემდეგ ჩემი გუნდიდან გაშვება უნდოდა, თუმცა 25-30 გოლი გავიტანე და ფლორენტინოს ფეხბურთელი გავხდი"
თარიღი 25 Jun 2022, 01:07

არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა, მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„რეალში 19 წლის ასაკში გუნდის წინა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა მომიყვანა და შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ნელ-ნელა მისი მოყვანილი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება დაიწყო.

მას ჩემი გაშვებაც უნდოდა, თუმცა იმ სეზონში 25-30 გოლი გავიტანე და ფლორენტინომ კონტრაქტი გამიხანგრძლივა. ამის შემდეგ, პერესის ფეხბურთელი გავხდი.

ბენზემას 19 წლიდან ვიცნობ. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობდით და კონკურენტები ვიყავით, თუმცა ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, სულაც არ მიკვირს რომ ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და ოქროს ბურთსაც ნამდვილად იმსახურებს.

„რეალში“ 19 წლის ასაკში მოსვლა უმაღლესი მწვერვალია, ცა უბრალოდ ჩემს ფეხებთან იყო, ეს ფეხბურთის უმაღლესი წერტილია, არაფერია „რეალზე“ დიდი, უბრალოდ არაფერი.

პირველ სეზონში, როცა რონალდუ მოვიდა, მე 27 გოლი გავიტანე, მან კი 26. შემდეგ