ავტორიზაცია

ბაიერნში ფიქრობენ, რომ ლევანდოვსკი წავა — ფეხბურთელთა ნაწილი მისი საქციელით უკმაყოფილოა

ბაიერნში ფიქრობენ, რომ ლევანდოვსკი წავა — ფეხბურთელთა ნაწილი მისი საქციელით უკმაყოფილოა
თარიღი 25 ივნ 2022, 11:43

"ბაიერნის" ფეხბურთელები გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის საქციელით უკმაყოფილონი არიან.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი წერს, წასვლის თაობაზე პოლონელის გადაწყვეტილებას გუნდში უკვე რამდენიმე თვეა განიხილავენ.

"რეკორდმაისტერის" ერთ-ერთი ვეტერანის თქმით, დანარჩენი მოთამაშეები ფიქრობენ, რომ 33 წლის სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს მიუნხენს დატოვებს.

ამავდროულად, ზოგიერთი ფეხბურთელი დაიღალა იმით, თუ როგორ იქცევა ლევანდოვსკი საჯარო სივრცეში და უკმაყოფილოა მოედანზე მისი ეგოიზმით.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.