ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა იუვენტუსს დე ლიგტის სანაცვლოდ 40-45 მლნ ევრო და ტოპ ფეხბურთელი შესთავაზოს

ჩელსი მზადაა იუვენტუსს დე ლიგტის სანაცვლოდ 40-45 მლნ ევრო და ტოპ ფეხბურთელი შესთავაზოს
თარიღი 25 ივნ 2022, 12:25

"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, მატეის დე ლიგტმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "ჩელსი" მზადაა ჰოლანდიელში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფორვარდი, ტიმო ვერნერიც დათმოს.

თავის მხრივ, ტურინელები მათთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ითხოვენ. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ვერნერის ხელფასიც - გერმანელი წლიურად დაახლოებით 10-11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიუხედავად ამისა, ვერნერი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, "ბიანკონერის" კი მისი სათამაშო თვისებები მოსწონს.

დე ლიგტსაც უნდა "ჩელსიში" თამაში. "იუვესთან" მას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.