ავტორიზაცია

რიკელმემ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

რიკელმემ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა
თარიღი 25 ივნ 2022, 12:56

"ბოკა ხუნიორსისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას გვერდით თამაშზე ისაუბრა.

"საოცარი იყო, გამიმართლა, როგორც ფეხბურთელს. მარადონასთან და მესისთან ერთად ასპარეზობის ბედნიერება მხვდა წილად. ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგად მეთამაშა".

"ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეები არიან. ჩემთვის მათ გვერდით ასპარეზობა ძალიან მარტივი იყო".

"მესისთან ერთად ნაკრებში და 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიასპარეზია. იცის, რომ ძალიან მიყვარს, მასაც ძალიან ვუყვარვარ".

"მე და ლეო საკმაოდ ხშირად ვსაუბრობდით, დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. ძალიან მოგვწონდა ერთმანეთთან ლაპარაკი", - ციტირებს რიკელმეს სიტყვებს TyC Sports-ი.