ავტორიზაცია

პსჟ-ს კომერციული დირექტორი: "მესის მაისურებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ ვაკმაყოფილებთ, ლიმიტი ამოვწურეთ"

პსჟ-ს კომერციული დირექტორი: "მესის მაისურებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ ვაკმაყოფილებთ, ლიმიტი ამოვწურეთ"
თარიღი 25 ივნ 2022, 17:42

"პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის მისვლამ კლუბის ფორმების გაყიდვაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"მოთხოვნა ("პსჟ"-ს სხვადასხვა პროდუქტზე მესის ტრანსფერის შემდეგ) 30-40%-ით გაიზარდა. როცა ასეთი მასშტაბის ტრანსფერი იჩარხება, მაგალითად, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის, შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მასში გადახდილი თანხის ამოღება მაისურების გაყიდვითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ასე არ არის. შეუძლებელია ბევრი დამატებითი მაისურის გამოშვება".

"მესის მაისურებზე მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ. ლიმიტი ამოვწურეთ. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია".

"უკვე ბევრ მაისურს ვყიდით, შესაძლოა, იმაზე მეტს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა კლუბი, თუ ერთი ფეხბურთელის მაისურებზე ვისაუბრებთ და ამას ახალ დონეზე ავყავართ".

"როცა ისეთ ფეხბურთელს უფორმებ კონტრაქტს, როგორიც მესია, მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება", - თქვა "პსჟ"-ს კომერციულმა დირექტორმა, მარკ არმსტრონგმა.