ავტორიზაცია

იგუაინი არგენტინის ნაკრებზე: "2014 წელს მსოფლიო ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით, განგვადიდებდნენ"

იგუაინი არგენტინის ნაკრებზე: "2014 წელს მსოფლიო ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით, განგვადიდებდნენ"
თარიღი 25 ივნ 2022, 17:58

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა "ალბისელესტეს" მიღწევების შესახებ ისაუბრა.

"მეგობრების გუნდი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით, განგვადიდებდნენ. თუმცა, რადგანაც ვერ მოვიგეთ, ეს არ მოხდა".

"სხვა ნაკრებების ფეხბურთელები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მიღწევებისთვის მათ ქანდაკებებს დაუდგამდნენ".

"დღეს არ მანაღვლებს, როგორც მეკუთვნის ისე მაფასებენ თუ არა. მათი გადასაწყვეტია", - ციტირებს იგუაინის სიტყვებს TyC Sports-ი.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან 2018 წლამდე იცავდა.