ავტორიზაცია

ერერა: "ხალხს სულ პსჟ აკერია პირზე, რამდენი მწვრთნელი შეიცვალა ტოტენჰემმა, ინტერმა ან თუნდაც ბარსამ?"

ერერა: "ხალხს სულ პსჟ აკერია პირზე, რამდენი მწვრთნელი შეიცვალა ტოტენჰემმა, ინტერმა ან თუნდაც ბარსამ?"
თარიღი 25 ივნ 2022, 18:37

ნახევარმცველ ანდერ ერერას აზრით, მწვრთნელების ხშირი ცვლილების გამო, "პარი სენ ჟერმენი" არასტაბილურ კლუბად არ უნდა ჩაითვალოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს მაურისიო პოჩეტინოს ნაცვლად "ნიცას" ამჟამინდელი დამრიგებელი, კრისტოფ გალტიე გაწვრთნის.

– შესაძლოა, "პსჟ"-ს მწვრთნელების მხრივ სტაბილურობა აკლია?

"არა. "პსჟ"-ზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ხალხს ამ კლუბზე საუბარი მოსწონს. ბევრ გუნდშია ცვლილებები და არასტაბილურობაზე არ საუბრობენ. რამდენი მწვრთნელი ჰყავდა "ტოტენჰემს", "ინტერს"? ან "ბარსას"?".

"პირზე ყველას "პსჟ" აკერია და ამას ვეგუებით, მაგრამ ვფიქრობ, მწვრთნელების შეცვლა არასაკმარის სტაბილურობაზე არ მიუთითებს. პროექტის შენარჩუნება მაშინაც შესაძლებელია, როცა თავკაცი იცვლება", - ციტირებს ერერას სიტყვებს AS-ი.