ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა აქვს პსჟ-ს ხელმძღვანელთან

უეფას პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა აქვს პსჟ-ს ხელმძღვანელთან
თარიღი 25 ივნ 2022, 21:44

უეფას ხელმძღვანელმა, ალექსანდერ ჩეფერინმა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტ არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნასერ ალ ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) თავკაციცაა. 

"პსჟ"-ს პრეზიდენტთან კი არა, ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტთან მაქვს კარგი ურთიერთობა".

"ესმის და იცავს ფეხბურთის ევროპულ მოდელს, სხვა კლუბებისგან განსხვავებით", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, ალ ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტად სუპერლიგის სკანდალის შემდეგ დაინიშნა, მანამდე ამ პოზიციაზე ანდრეა ანიელი მუშაობდა, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ინიციატორია.