ავტორიზაცია

VIDEO: დავითაშილის ულამაზესი გოლი და ჯოვინოს დუბლი - ბათუმმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

თარიღი 26 ივნ 2022, 00:29

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "დინამო ბათუმი" შინ ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი ტაიმი ბათუმელებმა მძიმედ ჩაატარეს, მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა გოლი ვერცერთმა გაიტანა.

მეორე ნახევარში კი სულ სხვა "დინამო" ვიხილეთ. ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, რასაც ჯოვინო ფლამარინის დუბლი მოჰყვა და მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

ამ გამარჯვებით "დინამო ბათუმმა" 44 ქულა დაგროვა, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და კვლავ ცხრილის სათავეშია.