ავტორიზაცია

VIDEO: თბილისური შოუ დინამო არენაზე - დინამომ ტორპედო გაანადგურა

თარიღი 26 ივნ 2022, 00:39

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გაიმართა ქართული კლასიკო "დინამო არენაზე", სადაც "დინამო თბილისმა" "ტორპედოს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ახალ კლუბში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

დუბლის ავტორი უკრაინელი შემტევი ბილენკია, თითო გოლი კი კამარას, კირკიტაძისა და სხირტლაძის ანგარიშზეა.

"დინამოს" 38 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, შემდეგ ტურში ისინი ლიდერ "დინამო ბათუმს" 29 ივნისს ესტუმრებიან.