ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი გვარდიოლასა და კლოპს პასუხობს: "თუ ცოტას ითამაშებთ, ნაკლებ ფულს მიიღებთ!"

უეფას პრეზიდენტი გვარდიოლასა და კლოპს პასუხობს: "თუ ცოტას ითამაშებთ, ნაკლებ ფულს მიიღებთ!"
თარიღი 26 ივნ 2022, 11:49

უეფას პრეზიდენტი თამაშების კალენდართან დაკავშირებით კლოპისა და გვარდიოლას უკმაყოფილებას გამოეხმაურა.

მწვრთნელების გაღიზიანება ერთა ლიგის მატჩების განრიგმა გამოიწვია და თქვეს, რომ ისედაც დამღლელი სეზონის შემდეგ, დროის მოკლე ინტერვალში ბევრი მატჩის ჩატარება გაუმართლებელი იყო.

"ყოველთვის მარტივია, რომ ფიფას და უეფას შეუტიო. თუმცა, საკითხი ძალზე მარტივად დგას. თუ ცოტას ითამაშებ, ნაკლებ თანხასაც გამოიმუშავებ. პრეტენზიების წამოყენების რეალური საბაბი აქვთ ქარხნის მუშებს, რომლებიც თვეში ანაზღაურების სახით 1000 ევროს იღებენ.

გუნდებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩის ჩატარება სურდათ, რომელიც 8-მდე შემცირდება და ეს მისაღები რაოდენობაა. ეროვნულ ჩემპიონატებში 18 კლუბი უნდა თამაშობდეს, მაგრამ ამაზე გუნდების პრეზიდენტები არ გვეთანხმებიან. ასევე, კლუბების მესვეურები უნდა ხვდებოდნენ, რომ 2 ადგილობრივი სათასო ტურნირის ჩატარება ზედმეტია." - ციტირებს ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.