მიზეზი, რის გამოც დემბელე უფრო წასვლისკენ იხრება, ვიდრე ბარსელონაში დარჩენისკენ
„ბარსელონას“ ვინგერი უსმან დემბელე გუნდიდან წასვლაზე იწყებს ფიქრს.
ფრანგს კატალონიური გუნდისგან ახალი კონტრაქტის შემოთავაზება აქვს, რომელიც მას ფინანსურად არ აკმაყოფილებს. Marca-ს ინფორმაციით, ამ შემოთავაზების გაკეთების შემდეგ, „ბარსას“ აღარაფერი მოუმოქმედებია და მისი გაუმჯობესებას არ უცდია, რომ დემბელე დარჩენაზე დაეყოლიებინა.
უსმანი ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში იყო, თუმცა ახლა ხვდება, რომ „ბარსა“ არანაირ ნაბიჯებს აღარ გადადგამს.
დემბელეს მთავარი მიზანი „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება იყო, მან იცის, რომ ხავის მისი დარჩენა უნდა. თუმცა, კატალონიელთა ეკონომიკური შემოთავაზება ფრანგს არ აკმაყოფილებს და ამიტომ, მან წასვლაზე სერიოზულად დაიწყო ფიქრი.
მომდენვო კვირიდან ფეხბურთელი სხვა არსებული ვარიანტების განხილვას დაიწყებს და ეცდება ახალ გუნდში რაც შეიძლება მალე გადავიდეს, რათა პრესეზონი დროულად დაიწყოს.
ამჟამად, ფავორიტად დემბელესთვის ბრძოლაში „ჩელსი“ მოიაზრება, რომლის მწვრთნელი თომას ტუხელიც ფრანგს „დორტმუნდში“ მუშაობიდან კარგად იცნობს.