ავტორიზაცია

ბაიერნის წამყვან ფეხბურთელებს ლევანდოვსკის მიმართ ნდობა დაეკარგათ

ბაიერნის წამყვან ფეხბურთელებს ლევანდოვსკის მიმართ ნდობა დაეკარგათ
თარიღი 26 ივნ 2022, 12:15

„ბაიერნის“ ფეხბურთელები რობერტ ლევანდოვსკის აღარ ენდობიან.

როგორც Abendzeitung München წერს, რობერტის საჯარო განცხადებების შემდეგ, თანაგუნდელებმა მის მიმართ ნდობა დაკარგეს და არ სჯერათ, რომ თუ ის დარჩება, გასახდელში სწორი გუნდური სულისკვეთება იქნება.

ამიტომ, მიუნხენური კლუბის ლიდერები ფიქრობენ, რომ ტრანსფერი ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი იქნებოდა.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ლევანდოვსკის შემცვლელად ცენტრფორვარდს ეძებდა, თუმცა ამ დრომდე სათანადო ვარიანტი ვერ შეარჩია. 

არ არის გამორიცხული, რომ „ბაიერნმა“ კლასიკური ცხრიანის გარეშე ითამაშოს - ისე, როგორც ამას „ლივერპული“ და „მან სიტი“ გასულ სეზონში ამკეთებდნენ. ასეთ შემთხვევაში, ამ როლზე გუნდის ახალწვეულს სადიო მანეს გამოსცდიან.