ავტორიზაცია

ბენარდუ სილვამ საოცნებო კლუბს თავისი თავი პირადად შესთავაზა

ბენარდუ სილვამ საოცნებო კლუბს თავისი თავი პირადად შესთავაზა
თარიღი 26 ივნ 2022, 12:23

„მან სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელისთვის „ბარსელონაში“ მოხვედრა ბავშვობის ოცნებაა. 

გასულ ზამთარს ნახევარმცველმა „ბარსელონას“ თავისი თავი რამდენჯერმე შესთავაზა, როცა კლუბის წარმომადგენლები მანჩესტერში ფერან ტორესის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩადიოდნენ. 

ერთ-ერთ ასეთ ჩასვლაზე ბერნარდუ მათ შეხვდა და უთხრა, რომ მასზე იფიქრონ, რადგან მისი ოცნება „ბარსაში“ თამაშია. თავიდან, დელეგაციამ ეს ხუმრობად მიიღო, თუმცა შემდეგ, ეს ინფორმაცია მათ ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმაც დაუდასტურა.

როგორც იწერება, „სიტი“ მზადაა ფეხბურთელი 85-95 მილიონ ევროდ გაყიდოს და თუ „ბარსადან“ ფრენკი დე იონგი წავა, ხავის მთავარი სამიზნე სწორედ პორტუგალიელი იქნება.