VIDEO: ოფიციალურად: გარეტ ბეილის ახალი კლუბი ცნობილია - უელსელი ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობა
მადრიდის „რეალის“ ყოფილი შემტევის, გარეტ ბეილის ახალი კლუბი ოფიციალურად გახდა ცნობილი.
უელსელმა ფეხბურთელმა ახალი კლუბი ოფიციალურად თავის სოციალურ ქსელში დაადასტურა. ის კარიერას ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.
ბეილმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელზეც ამ გუნდის მაისური აცვია და კომენტარიც დაურთო: „მალე შეგვხვდებით, ლოს ანჯელეს.“
უელსელი შემტევი მადრიდის „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობდა, 2020/21-სეზონი კი იჯარით „ტოტენჰემში“ გაატარა.
MLS-ში ბეილი უფასოდ გადავიდა, მას შემდეგ რაც მისი კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ ამოიწურა.