ავტორიზაცია

დემბელეს ჩელსიში ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა — ცნობილია მიზეზიც

დემბელეს ჩელსიში ტრანსფერი პრაქტიკულად გამოირიცხა — ცნობილია მიზეზიც
თარიღი 26 ივნ 2022, 15:48

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსიში" არ გადავა.

მოგეხსენებათ, ფრანგი, რომელიც კატალონიურ გრანდს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, ლონდონურ კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, 25 წლის ფეხბურთელი "არისტოკრატების" მიერ შეთავაზებულმა ხელფასმა არ დააკმაყოფილა.

"ჩელსი" დემბელეს "ბარსაზე" მეტს სთავაზობდა, თუმცა სხვაობა ბევრად დიდი არ ყოფილა. უსმანი უფრო სარფიან წინადადებას ელოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბი ფრანგისგან პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება, რათა წინასასეზონო მზადების დაგეგმვა დაიწყონ.