ავტორიზაცია

რაფინია არსენალის შეთავაზებაზე დათანხმდებას ბარსელონას გამო არ ჩქარობს

რაფინია არსენალის შეთავაზებაზე დათანხმდებას ბარსელონას გამო არ ჩქარობს
თარიღი 26 ივნ 2022, 17:11

„ლიდს იუნაიტედის“ შემტევს რაფინია დიასს ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ სურს გადასვლა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი ამ კვირაში თავის აგენტს, ექს-ფეხბურთლს დეკუს შეხვდა და ორივე მათგანი „ბარსელონასგან“ ელის შემოთავაზებას.

რაფინიას პოტენციური ტრანსფერი უსმან დემბელეს მომავალს პირდაპირ უკავშირდება, თუ ფრანგი „კამპ ნოუზე“ დარჩება, მაშინ „ბარსა“ რაფინიას ტრანსფერს ვეღარ გაჩარხავს.

თავის მხრივ, ფეხბურთელზე „არსენალიც“ აცხადებს პრეტენზიას, რომელმაც „ლიდსს“ ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართა, თუმცა ბრაზილიელი „ბარსელონას“ შემოთავაზებას ელოდება და „მეთოფეებისთვის“ პასუხი ჯერ არ გაუცია.

თუ დემბელე წავა, „ბარსა“ ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას ეცდება, თუმცა „ლიდსისთვის“ 50 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.