ავტორიზაცია

"შურისძიების სურვილი გადამწყვეტი იქნება", - დიეგო მილიტომ დიბალას გუნდი ურჩია

"შურისძიების სურვილი გადამწყვეტი იქნება", - დიეგო მილიტომ დიბალას გუნდი ურჩია
თარიღი 26 ივნ 2022, 17:20

„ინტერის“ და არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდმა, დიეგო მილიტომ, პაულო დიბალას კლუბი ურჩია.

ამჟამად არგენტინელი თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ რაც „იუვენტუსი“ კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.

„ვნახოთ, დაიმატებს თუ არა „ინტერი“ დიბალას. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას გამოადგებოდა. თუ არის შანსი, ის უნდა დაიმატო.

„ინტერი“ უკვე ისედაც კარგად არის დაკომპლექტებული, თუმცა დიბალა მათთვის საკმაოდ კარგი ნამატი იქნებოდა. ეს გუნდი დიბალასთვის სათანადოა კარიერის გადატვირთვის საკითხში.

მას არ მოუწევს ლიგის შეცვლა, კარგად იცნობს სერია ა-ს და ადაპტაციისთვისაც არ დასჭირდება დიდი დრო. გუნდი და გულშემატკივრებიც კარგად დახვდებიან, შურისძიების სურვილი გადამწყვეტი იქნებოდა.“ - აღნიშნა მილიტომ.