იტალიის ნაკრების ფეხბურთელი კვარაცხელიაზე: "მისნაირი მოთამაშე იტალიაში ცოტაა"
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდო, რომელიც ნაკრებთან ერთად მუნდიალის გამარჯვებულია, ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"კვარაცხელიას დაახლოებით 2 წელია ვაკვირდები და ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ძლიერი საფეხბურთო თვისებები აქვს.
მისნაირი მოთამაშე იტალიაში ბევრი არ გვყავს და ვფიქრობ, სერია ა-ში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება", - განაცხადა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა "ნაპოლის" ივლისში შეუერთდება და 14 ივლისს პირველ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.