ავტორიზაცია

ტრანსფერი ყაზახეთში - გაგრა სუსტდება, გუნდი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

ტრანსფერი ყაზახეთში - გაგრა სუსტდება, გუნდი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
თარიღი 26 ივნ 2022, 17:29

როგორც ჩანს, "გაგრას" რთული პერიოდი უდგას და სეზონის მეორე ნახევარს შესუსტებული შემადგენლობით შეხვდება.

საბა კვერკველიას, მათე ვაწაძისა და მათე კვირკვიას შემდეგ, კლუბი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

GOAL.GE-ს ინფრმაციით, თემურ ჩოგაძე კარიერას ყაზახურ "კასპიი აქტაუში" გააგრძელებს.

ჩოგაძე "გაგრას" სეზონის სტარტზე შეუერთდა, 18 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ჩოგაძის ახალ გუნდს, მათ ყაზახეთის ახლადდაწყებულ ჩემპიონატში 22 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი