BREAKING: ნეიმარმა პსჟ-დან წასვლაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო - მისი დამატების საშუალება მხოლოდ 3 გუნდს აქვს
ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარმა „პსჟ-დან“ წასვლაზე ფიქრი დაიწყო.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელი „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი პროექტის გეგმებში არ შედის და პარიზელებს მისი გაყიდვა სურთ. თუმცა, აქამდე იწერებოდა, რომ თავად ნეიმარს გუნდიდან წასვლა არ სურს.
თუმცა, ახლა ფრანგული პრესა ალაპარაკდა იმაზე, რომ საკუთარი მომავლის განხილვის პროცესს თავად ფეხბურთელიც შეუდგა და სერიოზულად ფიქრობს გუნდის შეცვლაზე.
წასვლის შემთხვევაში, ამჟამად მხოლოდ სამი კლუბია ისეთი, რომელსაც შეუძლია ნეიმარის დამატებაზე იფიქროს:
„მანჩესტერ იუნაიტედი“ თუ გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუ წავა, „ჩელსი“ - იმიტომ რომ მათ ფული აქვთ და „ნიუკასლი“, მაგრამ მოახლოვებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ნეიმარის ამ გუნდში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა.