ავტორიზაცია

მან სიტის დირექტორი: "ჩემპიონთა ლიგა? ჩვენი კარაქიანი პური პრემიერ ლიგაა"

მან სიტის დირექტორი: "ჩემპიონთა ლიგა? ჩვენი კარაქიანი პური პრემიერ ლიგაა"
თარიღი 26 ივნ 2022, 18:04

„მან სიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ აღნიშნა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგების იდეით შეპყრობილი არ არის.

„ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება პრიორიტეტული არ არის. ამ ტურნირზე ერთ-ერთი უდიდესი როლი იღბალს უკავია. შეიძლება რამდენიმე მატჩი ცუდად ჩაატარო, მაგრამ ფინალში მაინც გახვიდე.

ჩვენ იმას ვეყრდნობით, რომ პრემიერ ლიგა - ჩვენი კარაქიანი პურია. ეს არის ის, რითაც ფულს ვშოულობთ. ჩემპიონთა ლიგა კი - დამატებითი ტიტულია, რომლის მოგებაც გვინდა, მაგრამ ვიცით, რომ ეს მცირე გამართლებაზეა დამოკიდებული, ამიტომაც მისი მოგების იდეით შეპყრობილები არ ვართ.“ - აღნიშნა სორიანომ.

2020/21-სეზონში „სიტი“ „ჩელსისთან“ ფინალში დამარცხდა, დასრულებულ სეზონში კი - ნახევარფინალში „რეალთან“.