ავტორიზაცია

დორტმუნდის დირექტორი მანეს კრიტიკაზე: "ყოველთვის მოიძებნებიან ამპარტავანი იდიოტები"

დორტმუნდის დირექტორი მანეს კრიტიკაზე: "ყოველთვის მოიძებნებიან ამპარტავანი იდიოტები"
თარიღი 26 ივნ 2022, 22:48

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ "ბაიერნს" თავდამსხმელ სადიო მანეს შეძენა მიულოცა.

ბორუსიელთა ფუნქციონერს "ლივერპულის" ექს-ფეხბურთელის, დინ სონდერსის მიერ ნათქვამ სიტყვებზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება, რომელმაც აქამდე თქვა: "მანე "ბაიერნში" კარიერის საუკეთესო წლებს გაიფუჭებს. ბუნდესლიგის ჩემპიონის მედლები მისი ჯილდოების კარადის შორეულ კუთხეში იქნება".

"სადიო მანე - ძალიან კარგი ტრანსფერია, რასაც "ბაიერნს" გულახდილად ვულოცავ. ყოველთვის გამოჩნდებიან ამპარტავანი იდიოტები, როგორც ამ შემთხვევაში".

"როგორც ევროპული კლუბების ასოციაციის წევრმა, ვიცი, გერმანულ ფეხბურთს ჯერ კიდევ კარგი რეპუტაცია აქვს".

"ინგლისურ კლუბებს გასულ სეზონში სამი ევროთასიდან არცერთი არ მოუგიათ, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობდი, რომ იურგენ კლოპს "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დასაკუთრების შანსები ჰქონდა", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Yahoo Sports-ი.