ავტორიზაცია

მანე: "იმ თავდამსხმელებს შორის ვარ, რომლებსაც ოთხ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში"

მანე: "იმ თავდამსხმელებს შორის ვარ, რომლებსაც ოთხ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში"
თარიღი 26 ივნ 2022, 23:11

"ბაიერნის" ახალწვეული, სადიო მანე მზად არის მიუნხენური გრანდის რიგებში ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.

"იმ თავდამსხმელებს შორის ვარ, რომლებსაც ძირითადად ოთხ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ", - ციტირებს სენეგალელის სიტყვებს Bayern & Germany.

"მარცხენა გარემარბად, მარჯვენა გარემარბად, "ცხრიანად" და "ათიანად" შემიძლია ასპარეზობა".

"პრაქტიკულად მთელი კარიერა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ვთამაშობდი. მთლიანად მწვრთნელისა და გუნდის განკარგულებაში ვარ, სანამ მათ ვჭირდები", - დასძინა მანემ.

მოგეხსენებათ, 30 წლის აფრიკელი "ბაიერნმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულიდან" 32 მილიონ ევროდ იყიდა.