ავტორიზაცია

ფოტო: სადიო მანემ ბაიერნში სათამაშო ნომერი შეარჩია და კომენტარიც გააკეთა

ფოტო: სადიო მანემ ბაიერნში სათამაშო ნომერი შეარჩია და კომენტარიც გააკეთა
თარიღი 27 ივნ 2022, 11:59

"ბაიერნის" ახალწვეულმა, სადიო მანემ შეარჩია ნომერი, რომლითაც მიუნხენური გრანდის ღირსებას დაიცავს.

"ბაიერნში" არსებული თავისუფალი ნომრებიდან 17 ავირჩიე. ამ ნომრით ჩემს გუნდთან ერთად უამრავი გამარჯვების აღნიშვნას ვაპირებ".

"სულმოუთქმელად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად სეზონისთვის მზადების დაწყებას", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, აქამდე, "ბაიერნში" 17-ნომრიანი მაისურით მცველი, ჟერომ ბოატენგი თამაშობდა, იქამდე კი ნახევარმცველი, მარკ ვან ბომელი.

იხილეთ ფოტო