ავტორიზაცია

ვიდალს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს — რომელი კლუბები ეპატიჟებიან ჩილელს?

ვიდალს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს — რომელი კლუბები ეპატიჟებიან ჩილელს?
თარიღი 27 ივნ 2022, 15:29

"ინტერის" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩილეს ეროვნული ნაკრების 35 წლის ფეხბურთელს მაგიდაზე "გალათასარაის" წინადადება უდევს.

თურქული კლუბი, "ფლამენგოსა" და "ბოკა ხუნიორსისგან" განსხვავებით, რომელთა ინტერესის შესახებაც აქამდე დაიწერა, მზადაა ვიდალს ხელფასის სახით თითქმის იმდენი უხადოს, რამდენსაც "ნერაძურიში" გამოიმუშავებს, წერს Football Italia.

კიდევ ერთი ვარიანტი კარიერის MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამიში" გაგრძელებაა.

მოგეხსენებათ, ვიდალს "ინტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში არტურომ ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.