ავტორიზაცია

"გასულ წელს მესის ბარსაში სადიოსა და კიდევ ერთი ფეხბურთელის ხილვა უნდოდა", - მანეს მრჩეველი

"გასულ წელს მესის ბარსაში სადიოსა და კიდევ ერთი ფეხბურთელის ხილვა უნდოდა", - მანეს მრჩეველი
თარიღი 27 ივნ 2022, 15:59

"ბაიერნის" ახალწვეულის, სადიო მანეს მრჩეველმა, ბაკარი სისემ განაცხადა, რომ ამჟამად "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის მისი კლიენტის ხილვა "ბარსელონაში" სურდა.

"გასულ წელს სადიო შეიძლებოდა "ბარსელონაში" გადასულიყო", - ციტირებს სისეს სიტყვებს ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი.

"ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ლიონელ მესიმ მისი გვარი ახსენა. მაშინ მან ორი ფეხბურთელი დაასახელა: სადიო მანე და არგენტინელი ცენტრალური მცველი", - დასძინა 30 წლის სენეგალელის მრჩეველმა.

მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, მესი "ბარსას" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა და "პსჟ"-ში გადავიდა, ხოლო მანე "ლივერპულში" დარჩა.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კი, მოგეხსენებათ, სადიო 32 მილიონ ევროდ მერსისაიდული კლუბიდან მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.