ავტორიზაცია

პსჟ-ს მილან შკრინიარისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგიდან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

პსჟ-ს მილან შკრინიარისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგიდან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
თარიღი 27 ივნ 2022, 21:55

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ „ინტერის“ სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

პარიზელებმა მილანურ გუნდს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართეს, თუმცა დაუყონებლივი უარი მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ნერაძურის“ პრეზიდენტმაც კი აღიარა, რომ შკრინიარის წასვლა გამორიცხული არ არის, „პსჟ-სთვის“ მისი შეძენა მარტივი არ იქნება.

როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, შკრინიარისთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ აქტიურად ჩაება და „პსჟ-ს“ შეებრძოლება.

ამ ზაფხულს ლონდონელებმა ანდრეას კრისტენსენი და ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაკარგეს, ამიტომ ცენტრალური მცველი გუნდს სასიცოცხლოდ ესაჭიროება და მათ ყურადღება სწორედ „ინტერის“ 27 წლის ფეხბურთელს მიაქციეს.