ავტორიზაცია

ორიჯი მილანში ჩაფრინდა, სადაც უახლოეს პერიოდში ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს

ორიჯი მილანში ჩაფრინდა, სადაც უახლოეს პერიოდში ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 27 ივნ 2022, 22:04

„ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდი დივოკ ორიჯი კარიერას იტალიის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბელგიელი თავდამსხმელი დღეს მილანში ჩაფრინდა, სადაც კონტრაქტის გაფორმების წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენწლიან კონტრაქტს შეათანხმებს ორიჯი „მილანთან“, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტის თქმით, მხარეები მრავალწლიან თამაშრომლობაზე მორიგდნენ.

ორიჯიმ „ლივერპული“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დატოვა და „მილანში“ გადასასვლელად უარი ესპანურ „ვილიარეალს“ და რამდენიმე ინგლისურ კლუბსაც უთხრა.