ავტორიზაცია

ოფიციალურად: პსჟ-მ მეკარე პრემიერ ლიგაში გაყიდა

ოფიციალურად: პსჟ-მ მეკარე პრემიერ ლიგაში გაყიდა
თარიღი 27 ივნ 2022, 22:07

„პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილმა მეკარემ ალფონს არეოლამ გუნდი სრულფასოვნად დატოვა.

აქამდე, მან რამდენიმე სეზონი სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაატარა - ჯერ მადრიდის „რეალში“, შემდეგ კი „ლიდსში“ და „ვესტ ჰემში“.

„ჩაქუჩების“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მათ ფრანგი გოლკიპერი „პსჟ-დან“ 10 მილიონ ევროდ გადაიბირეს.

არეოლამ „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი 5 წლით გააფორმა, მისი ტრანსფერი კი გუნდს 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასული სეზონი ფეხბურთელმა აღნიშნულ გუნდში იჯარით გაატარა, ახლა კი „ვესტ ჰემმა“ მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა.