ავტორიზაცია

პსჟ ახალ მწვრთნელს დღეს-ხვალ გაიფორმებს, პოჩეტინომ დათმობაზე წასვლა კატეგორიულად იუარა

პსჟ ახალ მწვრთნელს დღეს-ხვალ გაიფორმებს, პოჩეტინომ დათმობაზე წასვლა კატეგორიულად იუარა
თარიღი 27 ივნ 2022, 22:10

კრისტოფ გალტიე „პსჟ-ში“ დანიშვნასთან ახლოსაა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე ხვალ გაფორმდება, გალტიე 2+1 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

საფრანგეთის ჩემპიონებმა გალტიეს ყოფილ გუნდს „ნიცას“ 5 მილიონი ევრო გადაუხადეს, 55 წლის სპეციალისტი დედაქალაქში კვირის ბოლოდმე ჩავა და 4 ივლისს გუნდთან ერთად მუშაობას დაიწყებს.

ამასთან, მაურისიო პოჩეტინომ დათმობაზე წასვლა კატეგორიულად იუარა, რის გამოც მის გაშვებაში „პსჟ-ს“ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, საიდანაც 3 - მის სამწვრთნელო შტაბს ეკუთვნის.