ავტორიზაცია

დემბელე მზადაა ბარსასთვის დათმობაზე წავიდეს, მაგრამ კლუბს მის სურვილს მაინც ვერ აკმაყოფილებს

დემბელე მზადაა ბარსასთვის დათმობაზე წავიდეს, მაგრამ კლუბს მის სურვილს მაინც ვერ აკმაყოფილებს
თარიღი 27 ივნ 2022, 22:13

უსმან დემბელე მზად არის „ბარსელონაში“ დარჩენისთვის, მაგრამ არა ყველაფრის ფასად.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის მომავალი კატალონიურ გუნდში უახლოეს პერიოდში გაირკვევა. დღეს დემბელეს აგენტი მუსა სისოკო „ბარსასთან“ მოლაპარაკებების ახალ ტალღას დაესწრო.

დემბელე მზადაა „ბარსაში“ დარჩეს და გუნდში იმაზე ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე სხვა გუნდები სთავაზობენ. თუმცა, მას არ აკმაყოფილებს ის შეთავაზება, რომელიც „ბარსელონამ“ გაუკეთა. 

ამის გამო, დიდი ალბათობაა, რომ 30 ივნისს უსმანი უკლუბოდ დარჩეს და შემდეგ მისი მომავალი ასევე ჰაერში იქნება გამოკიდული.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ გარდა, ფეხბურთელს მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსიც“ გამოთქვამს.