ავტორიზაცია

მან სიტიში ჰოლანდის სათამაშო ნომერი ცნობილია - Sky Sports

მან სიტიში ჰოლანდის სათამაშო ნომერი ცნობილია - Sky Sports
თარიღი 27 ივნ 2022, 22:22

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports იტყობინება, „მანჩესტერ სიტიში“ ერლინგ ჰოლანდს თავისი სათამაშო ნომერი უკვე შერჩეული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელი თავდამსხმელი „სიტიში“ 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც ოფიციალურად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი „არსენალში“ დადასტურდება.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, „სიტისა“ და „არსენალს“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჟესუსი შეგვიძლია „მეთოფედ“ მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ჰოლანდი „დორტმუნდიდან“ ამ ზაფხულს 60-75 მილიონ ევროდ დაიმატა.