ავტორიზაცია

სანტუში: "როცა რონალდუს ვათამაშებ, ამბობენ რომ სიმამაცე მაკლია, როცა სკამზე ვტოვებ - ერთი ამ იდიოტს შეხედეთო"

სანტუში: "როცა რონალდუს ვათამაშებ, ამბობენ რომ სიმამაცე მაკლია, როცა სკამზე ვტოვებ - ერთი ამ იდიოტს შეხედეთო"
თარიღი 27 ივნ 2022, 22:32

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა.

„აგენტი არასდროს არ მყოლია, არც ახლა მყავს და არც მომავალში მეყოლება, იმიტომ რომ ამისთვის ზედმეტად მოხუცი ვარ.

ამბობენ, რომ ჟორჟე მენდეშის ბევრ კლიენტს ვაყენებ სასტარტოში, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ ისინი სხვებზე უკეთესები არიან. მენდეში არ არის ჩემი აგენტი, ასე რომ მე კარგად ვარ.

კიდევ ამბობენ, რომ სიმამაცე მაკლია, რომ რონალდუ სასტარტოში არ დავაყენო. ხოლო როცა ის შვეიცარიასთან და ესპანეთთან თადარიგში დავტოვე, პირიქით თქვეს, ერთი ამ იდიოტს შეხედეთო.

ეკლესიაშიც ასეა. იქ ხალხი მიედინება, შემდეგ რაღაც არასწორი ხდება და ამბობენ, რომ ეს ეკლესიის ბრალია. დამნაშავე ხალხისთვის ყოველთვის სხვაა.“ - აღნიშნა სანტუშმა.