ავტორიზაცია

რომამ მიზეზის ახსნის გარეშე ბარსელონასთან ამხანაგურ მატჩზე უარი თქვა, კატალონიელები ჩივილს აპირებენ

რომამ მიზეზის ახსნის გარეშე ბარსელონასთან ამხანაგურ მატჩზე უარი თქვა, კატალონიელები ჩივილს აპირებენ
თარიღი 27 ივნ 2022, 22:52

„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „რომამ“ ამხანაგურ ტურნირზე, გამპერის თასზე მონაწილეობაზე უარი თქვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რომაელებმა ცალმხრივად და მიზეზის ახსნის გარეშე უარი თქვეს აქამდე ოფიციალურად შეთანხმებულ მატჩზე, რომელიც 6 აგვისტოზე იყო დაგეგმილი.

„ბლაუგრანამ“ ახალი მეტოქის ძიების პროცესი დაიწყო, მისმა იურიდიულმა განყოფილებამ კი უკვე დაიწყო იტალიური კლუბისთვის ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობის პროცედურა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება „ბარსელონა" ყოველწლიურ ამხანაგურ შეხვედრაში.