ავტორიზაცია

"ყველაფერი მზად გვაქვს", - ატლეტიკოს პრეზიდენტმა დორტმუნდის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

"ყველაფერი მზად გვაქვს", - ატლეტიკოს პრეზიდენტმა დორტმუნდის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 27 ივნ 2022, 23:27

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ დაადასტურა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი „როხიბლანკოს“ ფეხბურთელი გახდა.

„ვიტსელი უკვე გვყავს, ყველაფერი პრაქტიკულად მზად არის. რამდენიმე დღე ან კვირა მოგვიწევს ოფიციალურად საქმის დახურვამდე, მაგრამ ჩვენ უკვე მცველის ძიებაზე ვართ გადართულები.“ - აღნიშნა სერესომ.

შეგახსენებთ, რომ ვიტსელმა „დორტმუნდი“ უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გერმანულ გუნდში ბელგიელმა ნახევარმცველმა 144 მატჩში ითამაშა, 13 გოლსა და 6 საგოლე გადაცემა მოუყარა თავი, სეზონის ბოლოს კი ხელშეკრულება ამოეწურა.