ავტორიზაცია

კუმანი: "ეჭვი მეპარება ლევანდოვსკის ტრანსფერის საჭიროებაში, 50-60 მილიონი ევრო 35 წლის ასაკის ფეხბურთელში?"

კუმანი: "ეჭვი მეპარება ლევანდოვსკის ტრანსფერის საჭიროებაში, 50-60 მილიონი ევრო 35 წლის ასაკის ფეხბურთელში?"
თარიღი 28 ივნ 2022, 00:32

„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

პოლონელი ფორვარდი „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა, „ბაიერნი“ კი მასში 50-60 მილიონ ევროს ითხოვს.

„ლევანდოვსკი - შესანიშნავი ფეხბურთელი და ბომბარდირია, „ბაიერნში“ ის ბოლო წლებში 25-30 გოლს იტანდა, მაგრამ მისი ასაკი... ის 35 წლისაა? (რობერტს აგვისტოში 34 უსრულდება - ავტ).

ეჭვი მეპარება იმაში, რამდენად ღირს 50-60 მილიონი ევროს გადახდა ასეთი ასაკის ფეხბურთელში, თანაც მისი ხელფასის გათვალისწინებით.

შესაძლოა, მას ორი წელი დარჩა სათამაშო. ბევრი ეჭვი მაქვს იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა მისი შეძენა.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა.