ავტორიზაცია

ბარსელონა ფრენკ დე იონგის გუნდიდან წასვლას ეგუება და მისი შემცვლელიც იპოვა - AS

ბარსელონა ფრენკ დე იონგის გუნდიდან წასვლას ეგუება და მისი შემცვლელიც იპოვა - AS
თარიღი 28 ივნ 2022, 01:10

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უახლოვდება და გუნდმა მისი პოტენციური შემცვლელი უკვე იპოვა.

როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინებება, "ბლაუგრანამ" "ვალენსიას" გამოკვეთილ ლიდერთან, კარლოს სოლერთან შეთანხმებას მიაღწია და მზად არის "ღამურებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ფრენკ დე იონგის "წითელ ეშმაკებში" ტრანსფერს 25 წლის შუახაზელის ფასი აბრკოლებს, მაგრამ საფეხბურთო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ბრიტანულ გუნდში გადაბარგება დროის საკითხია.