ავტორიზაცია

"ეს ბეისბოლი ან კალათბურთი არ არის, შოკირებული ვარ იმით, როგორც მოისროლეს", - არსენალის ექს-ფეხბურთელი ჩელსიში ცვლილებებზე

"ეს ბეისბოლი ან კალათბურთი არ არის, შოკირებული ვარ იმით, როგორც მოისროლეს", - არსენალის ექს-ფეხბურთელი ჩელსიში ცვლილებებზე
თარიღი 28 ივნ 2022, 10:52

„არსენალის" ექს-ფეხბურთელმა და ამჟამად ჟურნალისტმა, პოლ მერსონმა „ჩელსის" საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

„პენსიონერების" ახალმა მფლობელმა გუნდის ხელმძღვანელობაში რევოლუცია მოაწყო - თავისი თანამდებობები უკვე დატოვეს მარინა გრანოვსკაიამ და ლეგენდარულმა პეტრ ჩეხმა, რომლებიც კლუბის ბორდში მოწინავე როლს ასრულებდნენ.

„მეგონა, რომ კლუბში მოსული ხალხი პეტრ ჩეხს და მარინა გრანოვსკაიას დატოვებდნენ, რომლებმაც თავიანთ თანამდებობებზე დიდებული სამუშაო შეასრულეს.

ისინი კლუბში უნდა გყავდნენ, დააფასო და დააკვირდე. ფეხბურთი არ არის ბეისბოლი ან კალათბურთი, სადაც მსგავსი გაცვლები ჩვეულებრივი ამბავია. 

ეს პროფესიონალური ფეხბურთია და მე უბრალოდ შოკირებული ვარ იმით, თუ როგორ მოისროლეს ეს ორი ადამიანი." - აღნიშნა მერსონმა.