ავტორიზაცია

"ამ ზაფხულს სადიოს ხელში ჩაგდება კიდევ ერთ ტოპ კლუბს უნდოდა", - მანეს მრჩეველი

"ამ ზაფხულს სადიოს ხელში ჩაგდება კიდევ ერთ ტოპ კლუბს უნდოდა", - მანეს მრჩეველი
თარიღი 28 ივნ 2022, 15:16

"პარი სენ ჟერმენს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ სადიო მანეს ხელში ჩაგდება სურდა.

ამის შესახებ 30 წლის სენეგალელი სუპერვარსკვლავის მრჩეველმა, ბაკარი სისემ ისაუბრა.

"დიახ, "პსჟ" ნამდვილად "უტევდა" სადიოს. ლეონარდო გერმანელ აგენტს რამდენჯერმე დაუკავშირდა, ერთმანეთს შეხვდნენ, სადიოს "პსჟ"-ში პოტენციური ტრანსფერის ყველა სირთულე განიხილეს, მაგრამ ყველაფერი ამით დასრულდა".

"ყველამ იცოდა, რომ ლეონარდოს სკამი უკვე მორყეული იყო, უნდა დავლოდებოდით", - ციტირებს სისეს სიტყვებს RMC Sport-ი.

მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, მანე "ლივერპულიდან" მიუნხენის "ბაიერნში" 32 მილიონ ევროდ გადავიდა.