ავტორიზაცია

კოლერი: "დორტმუნდი ბუნდესლიგის აბსოლუტური ფავორიტია და ბაიერნის 10-წლიანი ჰეგემონიის დამხობა შეუძლია"

კოლერი: "დორტმუნდი ბუნდესლიგის აბსოლუტური ფავორიტია და ბაიერნის 10-წლიანი ჰეგემონიის დამხობა შეუძლია"
თარიღი 28 ივნ 2022, 15:34

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ყოფილმა მცველმა, იურგენ კოლერმა ბუნდესლიგის ფავორიტად ბორუსიული კლუბი დაასახელა.

"ამ სეზონში აბსოლუტური ფავორიტი "დორტმუნდი" იქნება და არა "ბაიერნი". ზულეს, შლოტერბეკისა და ადეიემის სახით დორტმუნდელებმა სამი ნაკრებში მოასპარეზე ფეხბურთელი დაიმატეს. მეოთხე დავიდ რაუმი იქნება. ალერი კი ბუნდესლიგას კარგად იცნობს. გუნდი ამ ტრანსფერებით გაძლიერდება".

"გასულ სეზონთან შედარებით, "დორტმუნდის" შემადგენლობა უფრო გაღრმავდა და გაძლიერდა. ასეთი ინვესტიციებით ბორუსიელებს მინიმუმ ერთი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვთ. არსებობს "ბაიერნის" 10-წლიანი მოგებათა სერიის შეწყვეტის შანსი".

"გარდა ამისა, მიუნხენელებს ლევანდოვსკისთან დაკავშირებით რთული სიტუაცია აქვთ, რაც დანარჩენებს აწუხებს. მანე გამორჩეულ თვისებებს ფლობს, მაგრამ პოლონელის პირდაპირი შემცვლელი არ არის".

"ამასთანავე, პრობლემებია დაცვის ცენტრშიც. პავარი, უპამეკანო და ერნანდესი, მთელი პატივისცემის მიუხედავად, "ბაიერნის" დონეს ვერ აკმაყოფილებენ. ვნახოთ, როგორ დაეხმარებიან გუნდს "აიაქსიდან" დამატებული ფეხბურთელები. ტრანსფერებით კმაყოფილი ჯერ არ დავრჩენილვარ, გუნდს აკლია ისეთი მრავალმხრივი მოთამაშე, როგორიც ხავი მარტინესია", - ციტირებს კოლერის სიტყვებს Kicker-ი.