ავტორიზაცია

ბაიერნმა ლევანდოვსკიზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა, ბარსელონა ამდენის გადახდას არ აპირებს

ბაიერნმა ლევანდოვსკიზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა, ბარსელონა ამდენის გადახდას არ აპირებს
თარიღი 28 ივნ 2022, 22:10

„ბარსელონა“ და „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

Diario Sport-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი ამჟამად ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს, ესპანელები კი ბონუსების გარეშე მხოლოდ 40 მილიონის გადახდას აპირებენ, მისი ასაკის და იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელში ის თავისუფალი აგენტი ხდება.

თავად ლევანდოვსკიმ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის კარიერის მიუნხენური ეტაპი უკვე დასრულებულია და მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს. შესაბამისად იმედი აქვს, რომ კლუბები შეთანხმდებიან.

გასულ სეზონში პოლონელმა 50 მატჩში 46 გოლის გატანა შეძლო და ევროპული ოქროს ბუცი კარიერაში მეორედ მოიგო.