ავტორიზაცია

BREAKING: კლუბები შეთანხმდნენ, ტრანსფერი ახლოსაა - ჩელსი ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეს 55 მილიონ ევროდ იმატებს

BREAKING: კლუბები შეთანხმდნენ, ტრანსფერი ახლოსაა - ჩელსი ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეს 55 მილიონ ევროდ იმატებს
თარიღი 28 ივნ 2022, 23:05

„ჩელსი“ „ბარსელონას“ და „არსენალის“ სამიზნის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

გამოცემა The Athletic და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ერთხმად იტყობინებიან, რომ „ჩელსიმ“ და „ლიდსმა“ ბრაზილიელი რაფინიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ლონდონური კლუბი „ლიდსს“ 55 მილიონ ფუნტზე ოდნავ მეტს გადაუხდის, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი, რომ „ჩელსიმ“ უშუალოდ ფეხბურთელთან შეათანხმოს პირადი კონტრაქტი, რომლისთვისაც აქამდე პრიორიტეტული ყოველთვის „ბარსელონაში“ ტრანსფერი იყო. 

ამ ეტაპზე, „ჩელსი“ კონკურენტებს - „ბარსელონას“ და „არსენალს“ რაფინიასთვის ბრძოლაში საკმაოდ სოლიდური უპირატესობით უსწრებს, რადგან ეს ორი გუნდი ფეხბურთელში ამდენის გადახდისთვის მზად არ არიან.

ტრანსფერზე უშუალოდ „ჩელსის“ ახალი მფლობელი ტოდ ბოელი მუშაობს და ყველა მხარე ელის, რომ ის უახლოეს პერიოდში დაიხურება.