ავტორიზაცია

"ვერაფერს ვერ გეტყვით", - ხავიმ დემბელეს კონტრაქტის საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა

"ვერაფერს ვერ გეტყვით", - ხავიმ დემბელეს კონტრაქტის საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა
თარიღი 29 ივნ 2022, 00:08

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, უსმან დემბელეს ახალ კონტრაქტზე საუბრისგან თავი შეიკავა.

დღეს, ფეხბურთელის აგენტთან „ბარსამ“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც ხავიც ესწრებოდა და ამის გამო, შვებულება შეწყვიტა.

„არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი დემბელეზეა დამოკიდებული.“ - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევს „ბარსასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

საინტერესოა, რომ დემბელეზე პრეტენზიას „ჩელსი“ აცხადებდა, რომელმაც დღეს „ლიდსის“ შემტევის, რაფინიას ტრანსფერზე მიაღწია პროგრესს და სავარაუდოდ, წარმატებით დახურვის შემთხვევაში, უსმანზე პრეტენზიას აღარ განაცხადებს.