ავტორიზაცია

პსჟ თუ მილანი? რენატო სანჩესმა საბოლოო არჩევანი გააკეთა - ტრანსფერი ახლოვდება

პსჟ თუ მილანი? რენატო სანჩესმა საბოლოო არჩევანი გააკეთა - ტრანსფერი ახლოვდება
თარიღი 29 ივნ 2022, 00:12

„ლილის“ და პორტუგალიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა, რენატუ სანჩესმა „მილანის“ შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „მილანს“ უარი უთხრა და „პსჟ-ში“ გადასვლით არის დაინტერესებული.

მილანური კლუბი „ლილს“ რენატოს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს სთავაზობდა და უპირატესობად იმას იყენებდა, რომ ფეხბურთელს „სან სიროზე“ სურდა გადასვლა. თუმცა, ფრანგული პრესის ინფორმაციით, ვითარება შეიცვალა და ახლა სანჩესს „პარკ დე პრენსზე“ ურჩევნია გადაბარგება.

ნახევარმცველის დაყოლიებაში მნიშვნელოვანი როლი მისმა თანამემამულემ, ლუიშ კამპუშმა შეასრულა, რომელიც „პსჟ-ში“ სულ ახლახანს კონსულტანტის პოზიციაზე დაინიშნა.

სწორედ კამპუშმა მიიყვანა რენატო 2019 წელს „ლილში“, სადაც მან გუნდთან ერთად ლიგა 1-ს მოგებაც მოახერხა.

იმ შემთხვევაში, თუ „პსჟ" და „ლილი" შეთანხმდებიან, რენატო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.