ავტორიზაცია

"მისთვისაც იდეალური ვარიანტი იქნება", - ტიაგო სილვამ ნეიმარს გუნდი ურჩია

"მისთვისაც იდეალური ვარიანტი იქნება", - ტიაგო სილვამ ნეიმარს გუნდი ურჩია
თარიღი 29 ივნ 2022, 00:16

„ჩელსის“ ვეტერანმა მცველმა, ტიაგო სილვამ, თანაგუნდელ ნეიმარ ჯუნიორს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადაბარგება ურჩია.

ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად იწერება, რომ ნეიმარი „პსჟ-ს“ ახალი პროექტის გეგმებში არ შედის და პარიზელები მის წასვლას მიესალმებიან. ერთ-ერთ მსურველად კი ლონდონის „ჩელსი“ სახელდება, რომელსაც ახალი მფლობელები ჰყავს და ბაზარზე აქტიურად მუშაობს.

„ნეიმარი „ჩელსიში“ უნდა გადმოვიდეს. თუ ეს მოხდება, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც.“ - ციტირებს სილვას სიტყვებს Jornal de Commercio.

ყველაზე მეტად ნეიმარის სხვა გუნდში გადასვლას მისი „პსჟ-ში“ მაღალი ხელფასი აფერხებს, რომლის დათმობაც ფეხბურთელს არ სურს.

ნეიმარი და ტიაგო სილვა 2017-2020 წლებშ ერთად „პსჟ-ში" თამაშობდნენ.