ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულის შემტევი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

ოფიციალურად: ლივერპულის შემტევი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თარიღი 29 ივნ 2022, 00:24

„ლივერპულის“ შემტევი ტაკუმი მინამინო კარიერას ფრნაგულ ლიგა 1-ში გააგრძელებს.

27 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა „მონაკოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.

„მონაკოში გადმოსვლით ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი ჩემთვის ახალი სფეროს გახსნას და ყველაფრის გაკეთებას ამ გუნდის დასახმარებლად.“ - აღნიშნა მინამინომ.

იაპონელი „ლივერპულში“ „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა, 2021/22-სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 11 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელს იაპონიის ნაკრებში 2015 წლიდან იძახებენ.