ავტორიზაცია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ფორმატი დაამტკიცა - როგორ გამოვლინდება სერია ა-ს გამარჯვებული?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ფორმატი დაამტკიცა - როგორ გამოვლინდება სერია ა-ს გამარჯვებული?
თარიღი 29 ივნ 2022, 01:29

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია ა-ს ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2022-2023 წლის სეზონიდან შევა.

ამ სიახლის თანახმად, თუ სატურნირო ცხრილში სეზონის ბოლოს 2 ლიდერ გუნდს თანაბარი ქულები ექნებათ, სკუდეტოს მფლობელის ვინაობის გამოსავლენად პლეი-ოფი ჩატარდება.

საუბარია 90 წუთიან მატჩზე, რომელსაც ძირითადი დროის ფრედ დათმავრების შემთხვევაში დამატებითი ტაიმები არ დაემატება და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

ცნობისთვის, იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ისტორიაში გამარჯვებული ამ წესით მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა, როდესაც 1964 წლის ივნისში "ბოლონიამ" "ინტერი", ანგარიშით 2-0 დაამარცხა.