ავტორიზაცია

ხელფასის საკითხიც მოგვარდა - რეალის ფორვარდი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ხელფასის საკითხიც მოგვარდა - რეალის ფორვარდი კარიერას იტალიაში გააგრძელებს
თარიღი 29 ივნ 2022, 01:53

"მადრიდის რეალის" სერბი თავდამსხმელი სერია ა-ს უახლოვდება და ახალ სეზონში "ფიორენტინასთვის" შეუტევს.

კლუბებს შორის არსებით დეტალებზე შეთანხება უკვე დიდი ხანია მიღწეულია, მაგრამ მთავარი პრობლემა ხელფასის საკითხი გახლდათ. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ეს გაურკვევლობაც აღმოიფხვრა და ლუკა იოვიჩის ფლორენციულ გუნდში გადაბარგებას წინ არაფერი უდგას.

"სამეფო კლუბი" და "იები" 24 წლის წინახაზელს 2022/23 წლის სეზონში ხელფასს თანაბრად, 3-3 მილიონს გადაუხდიან. შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გრანდმა სერბეთის ნაკრების წევრი 2019 წელს "აინტრახტიდან" 63 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგარამ მისი კარიერა უიღბლობისა და გაუთავებელი ტრავმების გამო კარგად ვერ წარიმართა.